თურქეთში უცხოელი ტურისტების დაახლოებით 80% ამჯობინებს სასტუმროებში დარჩენას.

ირკვევა, რომ თურქეთში სტუმრობისას უცხოეთიდან ჩასული მოგზაურები ამ ქვეყანაში საშუალოდ 11 ღამეს ატარებენ, ირჩევენ დასასვენებელ ადგილებს, ძირითადად ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოებას, ჰიგიენას და მდებარეობას.

უცხოელი ტურისტები თურქეთში სტუმრობისთვის საშუალოდ 2900 დოლარს ხარჯავენ, ხოლო ვინც დასასვენებლად 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთან ერთად ჩავიდა – 4015$.

დამსვენებლებმა თურქეთში განაცხადეს, რომ მათ ეს ქვეყანა აირჩიეს, რადგან ის იზიდავდა მათ თავისი იაფი ფასებით და საყიდლებისა და საკვების ფართო არჩევანით.