მიმდინარე წლის 31 მარტიდან, „აზერბაიჯანის ავიახაზები“ (AZAL) ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) მდებარე გეტვიკის აეროპორტის მიმართულებითაც იწყებს ოპერირებას.

AZAL ფრენებს გეტვიკის აეროპორტის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი (კვირას, ოთხშაბათს და პარასკევს) სიხშირით განახორციელებს.

რამდენიმე ავიაკომპანია  გეტვიკის აეროპორტს იყენებს დაბალი ტარიფებისა და ჰითროუს აეროპორტის გადატვირთულობის გამო.

დღეისათვის ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ფრენები სრულდება თანამედროვე Boeing-787 Dreamliner თვითმფრინავით კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

შეგახსენებთ, რომ AZAL-მა ცოტა ხნის წინ გახსნა ახალი რეისები დოჰასა და პეკინში.