ჰოლანდიური საბიუჯეტო ავიაკომპანია Transavia 2024 წლიდან იწყებს პირდაპირ ფრენებს ლიონსა და ერევანს შორის. ინფორმაციას ლიონ-სენტ-ეგზიუპერის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

ავიაკომპანია ფრენებს 12 აპრილიდან, კვირაში ერთხელ, შაბათობით დაიწყებს. ბილეთების ფასი 205 ევროდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსავია ასევე ახორციელებს ფრენებს ერევნის მიმართულებით პარიზიდან და მარსელიდან.