თვითმფრინავი, რომელიც პაციენტის სამედიცინო გადაყვანას ახორციელებდა, ჩრდილოეთ კოლუმბიაში ჩამოვარდა. უბედური შემთხვევისა და მისი შედეგების შესახებ ადგილობრივი გაზეთი El Tiempo იტყობინება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ტრაგედია მოხდა ქალაქ ვალედუპარში. თვითმფრინავის ბორტზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთმა მათგანმა ევაკუაცია მოახერხა.

“თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა პაციენტის სამედიცინო გადაყვანას, ჩამოვარდა. შეჯახებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა”, – ნათქვამია გამოცემაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ავარიის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაზარალებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში. თუმცა, ერთი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა – ის ექიმი აღმოჩნდა, რომელმაც თვითმფრინავიდან ევაკუაცია ვერ შეძლო.

სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს, მათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზების დადგენა მოუწევთ.