2 ივლისიდან საქართველოდან მიმავალი ყველა მგზავრისთვის ნებადართულია საფრანგეთში შესვლა, იმ პირობით, რომ ისინი უნდა შედიოდნენ შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში :

1. საფრანგეთის მოქალაქეები ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები ;

2. საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელები ;

3. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრული პასპორტი და შემდეგი დოკუმენტები :

🔹 გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი ;
🔹 დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა ;
🔹საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე;
🔹 სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე ;

4. სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებული არიან შენგენის ვიზის ქონისგან (აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა) ;

5. შენგენის ვიზის მფლობელი ნებისმიერი სხვა პირი.

გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.

თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, რასაკვრიველია, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს.