ავიაკომპანია Myway Airlines-ი ხვალ, 17 ივლისს ბათუმი-თბილისის ავიარეისს შეასრულებს, რომლითაც მგზავრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ავიაბილეთის ფასი 89 ლარიდანა და ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთის საფასური მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

რაც შეეხება რეისის განრიგს ასეთია: გამგზავრება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 21:30 საათზე, ხოლო ჩაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22:15 საათზე. რეისი შესრულდება Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით.

▶️ შეიძინე ბილეთები ონლაინ: www.mywayairlines.com