საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლივიე კურტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია.
დიპლომატი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალურ მენეჯერს, თეა ზაქარაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო საავიაციო ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ მდგომარეობას.
ელჩი ასევე დაინტერესდა დაგეგმილი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით, რომელსაც ტავ ჯორჯია ახორციელებს. ტავ ჯორჯია უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს – ავითარებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრია. საქართველოს მთავრობასთან დადებული წლევანდელი შეთანხმების მიხედვით, ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში მასშტაბურ ინვესტიციას ახორციელებს, რომლის მოცულობაც 150 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ვიზიტის დასასრულს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო