2 ივლისიდან საქართველოდან მიმავალი ყველა მგზავრისთვის ნებადართულია საფრანგეთში შესვლა, იმ პირობით, რომ ისინი უნდა შედიოდნენ შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში :

1. საფრანგეთის მოქალაქეები ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები ;

2. საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელები ;

3. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრული პასპორტი და შემდეგი დოკუმენტები :

✅გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი ;
✅დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მერიის მიერ გაცემული მოწვევა « attestation d’accueil » ან ოფიციალური მოწვევა საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში ;
✅საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე;
✅სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე ;

4. სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებული არიან შენგენის ვიზის ქონისგან (აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა) ;

5. შენგენის ვიზის მფლობელი ნებისმიერი სხვა პირი.

გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.

თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, რასაკვრიველია, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს.

საქართველოდან საფრანგეთში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს ვურჩევთ, არსებული სამგზავრო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ავიაკომპანიებისგან მიიღონ.

წყარო: Ambassade de France en Géorgie