უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-მა პარიზი-თბილისი-პარიზის სპეცრეისზე ბილეთების რეალიზაცია დაიწყო.  როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით, 22 ივლისს, 21:20 საათზე განხორციელდება. 

“მგზავრთა საყურადღებოდ ?

სპეციალურ რეისს, პარიზი-თბილისის მიმართულებით, 22 ივლისს, 21 საათსა და 20 წუთზე, ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს ✈

გაფრენა, თბილისიდან პარიზის მიმართულებით, 23 ივლისს, 09:00 საათზე ✈

? ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი:  https://wizzair.com “, განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

აღსანიშნავია, რომ გარდა პარიზისა Wizz Air-ი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისს ათენიდანაც განახორციელებს. ათენი-ქუთაისი-ათენის სპეცრეისი 28 ივლისისთვისაა ჩანიშნული.