საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მატებაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი განახლდა. ირკვევა, რომ რეესტრს ავიაკომპანია “თი სი ეის” (TCA) ახალი საჰაერო ხომალდი, AS350B3 შეემატა, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა 4L-GHG. ვერტმფრენი 2019 წელსაა გამოშვებული.

AS350B3 არის „Airbus Helicopters“-ის მიერ წარმოებული ერთძრავიანი მსუბუქი ვერტმფრენი. საჰაერო ხომალდი 6 ადგილიანია (ერთი პილოტი, ხუთი მგზავრი) და მისი ექსპლუატაცია ხდება სხვადასხვა დანიშნულებით. შესაძლებელია გამოყენებული იყოს მგზავრთა გადაყვანის, საავიაციო სამუშაოების, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების, ძებნა-შველის სამუშაოების წარმოების მიზნით და სხვა.

რეესტრს დაემატა ასევე, “საქართველოს ავიახაზების” (Georgian Airlines) სატვირთო Boeing 737-86N, რომელიც 1999 წელსაა გამოშვებული. საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნომერია 4L-IGT.