როგორ ხდება აეროდრომის საინსპექციო შემოწმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ, რა ეტაპებს მოიცავს ინსპექტირების პროცესი და რა მოწმდება ადგილზე ინსპექტირების დროს
➡ აეროდრომის ინსპექტირების პროცესი მოიცავს:
- ინსპექტირების დაგეგმვას;
- შესამოწმებელი მიმართულების განსაზღვრას;
- ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრას;
- არსებული დოკუმენტაციის და კორესპონდენციის ანალიზს;
- ინსპექტირების გეგმის მომზადებას და შესამოწმებელი ობიექტის ინფორმირებას;
- ადგილზე ინსპექტირებას.
➡ ადილზე ინსპექტირება მოიცავს:
- გახსნით შეხვედრას;
- აეროდრომის ინფრასტრუქტურის შემოწმებას;
- ორნიტოლოგიის (bird-strike) კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმებას;
- აეროდრომის სახანძრო დაცვის უზრუნველყოფის და საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმის შემოწმებას;
- ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებების შემოწმებას;
- აეროდრომის დაცვის არეების შემოწმებას;
- ბაქანზე საჰაერო ხომალდების გამართვის სისტემების შემოწმებას;
- უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასებას;
- ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების უზრუნველმყოფი პროცესების შეფასებას;
- სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მართვის სისტემის შემოწმებას;
- სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის შემოწმებას;
- აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების შემოწმებას;
- დახურვით შეხვედრას.
➡ ადგილზე ინსპეტირების შემდგომი ეტაპი მოიცავს:
- ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას და შემოწმებული ობიექტისათვის გაგზავნას;
- გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებელი ღონისძიებების შეთანხმებას, მონაცემთა ბაზის წარმოებას და გასატარებელი ღონისძიებების კონტროლს;
- გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების გადამოწმებას და ვალიდაციას.