უკრაინულმა “ლოუკოსტერმა” SkyUp Airlines-მა ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ამისათვის მან ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. აღნიშნული სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას ივნისიდან შეუდგება. “ლოუკოსტერი” ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას კი 4 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-ი უკვე ოპერირებს კიევი-თბილისი-კიევის მარშრუტზე. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 5 სიხშირით ასრულებს ფრენებს.