თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა და ახალი სადგომების მოწყობის შედეგად ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს აეროდრომის შესაბამისობის მონიტორინგის ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აეროდრომის ნაწილში ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე TAV Georgia-მ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა.
“ეს არის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც მგზავრები მხოლოდ ილუმინატორებიდან ხედავენ და ალბათ ბევრს არც კი უფიქრია, თუ რამხელა რესურსს, ძალისხმევასა და ინვესტიციას საჭიროებს ამ ინფრასტრუქტურის მუდმივი წესრიგში ყოფნა. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა მგზავრთნაკადითბილისის აეროპორტში წლიდან წლამდე იმატებს და უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი ხვდება ამ ტერიტორიაზე. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში აქ, აეროდრომის ნაწილში ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე TAV Georgia-მ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა, რათა იმ საჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებენ ფრენებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხის სერვისი და უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რომელსაც როგორც ეროვნული ასევე ICAO-ს სტანდარტები ითვალისწინებს. სამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა და ახალი სადგომების მოწყობის შედეგად ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახანძრო დეპოს გაფართოებაც. როცა ეს კონკრეტული პროექტი დასრულდება, სახანძრო დეპოში მოეწყობა სასწავლო სივრცე პერსონალის გადამზადებისთვის და ასევე ფიზიკური მომზადებისთვისაც. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების ეფექტურად სამართავად რეაბილიტირებულ დეპოში განთავსდება საავარიო ოპერატიული ცენტრი” – აცხადებს TAV Georgia-საეროდრომის შესაბამისობის მონიტორინგის ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
აღსანიშნავია, რომ TAV Georgia-მ წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელა. აეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე დადგა.
შედეგად, გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი „E”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებული სამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO-ს სტანდარტებს. ამ სამუშაოების პარალელურად, საქაერონავიგაციამ ვიზუალური ჰაერსანაოსნოსაშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟი განახორციელა.
ასევე, TAV Georgia-ს ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F” და „E” კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-სსტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3 სადგომი და ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.
აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 მ2 -მდე ფართობზე განახლდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომოუზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს აეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. TAV Georgia-მ შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-ავტომობილი, რომელიც ICAO-ს სტანდარტების გათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა.
TAV Georgia საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.