საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილები შედის, რომლის მიხედვითაც საავიაციო სფეროში ხომალდების სახელმწიფო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების გამარტივება მოხდება, რაც ითვალისწინებს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლების დაზუსტებას და შესაბამისად, საავიაციო სფეროში არსებული მიდგომების გაუმჯობესება.

„კანონპროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლების დაზუსტებას და შესაბამისად, საავიაციო სფეროში არსებული მიდგომების გაუმჯობესებას.

კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლები დარეგულირებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჰაერო ხომალდს ეცვლება დანიშნულება და იგი აღარ იქნება გამოყენებული სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის. ამდენად, ცვლილების თანახმად, საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღების საფუძველი გახდება საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლები დარეგულირებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჰაერო ხომალდს ეცვლება დანიშნულება და იგი აღარ იქნება გამოყენებული სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის. ამდენად, ცვლილების თანახმად, საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღების საფუძველი გახდება ხომალდის დანიშნულების შეცვლა.