სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) “აეროდრომის სერტიფიცირების წესში” ცვლილებები შეაქვს. ნორმატიული აქტში შესატანი ცვლილებათა პაკეტი GCAA-მ საჯარი განხილვაზე უკვე გამოიტანა.

სააგენტოს ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის მიზანია კონკრეტული ტიპის აეროდრომებისთვის გამონაკლისის დაშვების მექანიზმის და პროპორციული საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დადგენა – საქმიანობის მასშტაბისა და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ამასთან, ცვლილებების ძალაში შესვლით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოახდენს ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციის (Commission Regulation (EU) No 1254/2009 of 18 December 2009 setting criteria to allow Member States to derogate from the common basic standards on civil aviation security and to adopt alternative security measures) დანერგვას.

ნორმატიული აქტის ცვლილების თანახმად, რისკის შეფასების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების (AVSEC) მიერ, შეიძლება ნაწილობრივ შემსუბუქდეს საავიციო უშიშროების მოთხოვნები აეროდრომის ექსპლუატანტის მიმართ და მას დაუწესდეს ის მინიმალური სასერტიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომზე საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტურად განხორციელებას.

ნაწილობრივი გათავისუფლება შეეხება აეროდრომებს, საიდანაც ხორციელდება მხოლოდ ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე სახის ფრენა:

? 15 000 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით;
? ვერტმფრენებით;
? საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად განხორციელებული ფრენები;
? იმ ავიაგადამზიდველების, საჰაერო ხომალდების მწარმოებლების და ტექნიკური მომსახურების საწარმოების მიერ შესრულებული ფრენები, რომლითაც არ ხორციელდება მგზავრების, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა;
? საწარმოს პერსონალის, მგზავრების ან საქონლის გადაზიდვის მიზნით, 45 500 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით განხორციელებული არაკომერციული ფრენები, რომელიც სრულდება საწარმოს საქმიანობის მიზნით.

✔ გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებისა, წარმოდგენილი პროექტით ასევე ხდება გარკვეული ნორმების სრულყოფა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან“) დანართთან შესაბამისობაში მოყვანა.

➡ ცვლილებების პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

➡ შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ელ. მისამართზე: office@gcaa.ge