25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისოაეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.
აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი–ბათუმი–თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებიყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან აღნიშნულდღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.











