ევროპის დონეზე მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელმა 20 ორგანიზაციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ტურიზმის სექტორში მონაცემთა გაცვლის ქცევის კოდექსის შესახებ, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა დიგიტალიზაციისკენ.

პორტალ Schengenvisainfo-ს ცნობით, ევროპის ტურიზმის კომისიამ (ETC) დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება ტურიზმის დიგიტალიზაციაზე რეაგირების მცდელობის მიზნით იქნა მიღებული. იმავე არასავალდებულო დოკუმენტში განმარტა ძირითადი ასპექტები, რომლებიც გასათვალისწინებელია მონაცემთა გაცვლის ხელშეკრულებებში.

ETC-ის თანახმად, ტურიზმთან დაკავშირებული მონაცემები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და, ამავდროულად, განმსაზღვრელი რესურსი, რომელიც ხელს უწყობს სექტორში კონკურენციას, ინოვაციებს და სამუშაო ადგილების შექმნას. იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი შეადგენს ევროკავშირის მშპ-ს 10%-ს, ევროკავშირის დონეზე ტურიზმში მონაცემთა ეკონომიკის განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია.

ამრიგად, ამ ქცევის კოდექსის შექმნით და მიღებით, ევროპელი დაინტერესებული მხარეები განსაზღვრავენ შესაბამის პირობებს ტურიზმთან დაკავშირებული მონაცემთა გაცვლის მუდმივი ინსტრუმენტებისთვის.
„ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ტურიზმის დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის დამყარებას და ტურიზმის ინდუსტრიაში მონაცემთა ურთიერთსასარგებლო გაზიარების ხელშეკრულებების შექმნას“ – ნათქვამია ETC-ის განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, ETC-მ დაამატა, რომ საერთო პრინციპების, მათ შორის თავსებადობის, უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების განმარტებების, ასევე მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელო პრინციპების მეშვეობით, ეს დოკუმენტი ხელს უწყობს არაპერსონალური მონაცემების გაცვლის პან-ევროპულ არქიტექტურას.

გარდა ამისა, ორგანომ აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი დროულად იქმნება, რათა ხარისხობრივად უპასუხოს მონაცემთა წვდომასთან, გამოყენებასა და გაცვლასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას.

ითვლება, რომ დოკუმენტი ასევე შექმნის თანაბარ პირობებს, სადაც საჯარო და კერძო სექტორებს, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეებს, ექნებათ თანაბარი შანსები და შესაძლებლობები, გამოიყენონ და გაუზიარონ მონაცემები ტურიზმის სექტორში. ხელშეკრულება ასევე არის ინსტრუმენტი ტურიზმთან დაკავშირებული მონაცემების აქტიური გაცვლისთვის. ეს არის სერიოზული ნაბიჯი საერთო ევროპული ტურისტული საინფორმაციო სივრცის მიზნებისკენ, რომელიც ასევე მზადების პროცესშია, ნათქვამია გამოცემაში