რეგულაციები

IATA თვითმფრინავის ბორტზე ნიღბის ტარებას ემხრობა, ხოლო შუა სავარძლის დაბლოკვის საკითხს...

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IАТА), ფრენების აღდგენის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე ნიღბის ტარების ვალდებულებას, როგორც დროებით ღონისძიებას მხარს უჭერს. იმავდროულად IАТА...

ავიაკომპანიები დროებით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

COVID-19-ის გამო მგზავრისა და ავიაკომპანიის ურთიერთობის წესში ცვლილებები შევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტზე სააგენტომ მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მის კიდევ უფრო დახვეწაზე.  "ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ავიაკომპანიების ლიკვიდობის შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წნეხი ავიაკომპანიებისათვის არის საზღაურის დაბრუნება, ან კომპენსაციის გადახდა. რეგულაციებზე, რომელიც საუბარია არის ევრორეგულაცია, რომლის ანალოგიც წლების წინ ჩვენთან უკვე ადაპტირებული და დანერგილია. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბზე, ამ მიმართულებით გლობალურადაცაა მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან. იყო მათი მხრიდან ოფიციალური წერილები გამოგზავნილი იმ მოთხოვნით, რომ COVID-19 კრიზისიდან გამომდინარე​ გადახედილ იქნეს არსებული პოლიტიკა, რათა კომპანიებისათვის კომპენსაციების გაცემის მიმართულებით გარკვეული შეღავათები ყოფილიყო დაწესებული. მართებულად მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს მივცეთ საშუალება იმისათვის რომ ბიზნესმა მოახდინოს გადარჩენა და ეს დამატებითი წნეხი როგორმე შევუმსუბუქოთ, დამუშავებული გაქვს უკვე ცვლილების პროექტი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის საბოლოო შეჯერებაზე. შედეგად, ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, დროებით, აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ბილეთში გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ავიაკომპანიებს, რომ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ მგზავრს ბილეთში გადახდილი საზღაური დაუბრუნოს, ან შესთავაზოს ალტერნატიული თარიღი ან ალტერნატიული მარშრუტი", განაცხადა "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას ლევან კარანაძემ.  

ამ კვირაში გადაწყდება პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი...

მიმდინარე კვირაში გადაწყდება 23 მაისიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი NOTAM-ი გამოიცემა და შეზღუდვის კიდევ გახანგრძლივდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას განმარტავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში საჰაერო ფრენების მყისიერი აღდგენა არ მოხდება.  "ჩვენ ველოდებით, რომ გადაწყვეტილება აღდგენასთან დაკავშირებით იქნება ეტაპობრივი. არ ველოდებით, რომ იქნება მყისიერი აღდგენა, იქედან გამომდინარე რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. მიმდინარე კვირაში გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვები, ან რა მიმართულებით იქნება გახსნა საჰაერო მიმოსვლის", აცხადებს ლევან კარანაძე. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი გაიმართება.  "COVID-19-ის...

საერთაშორისო ფრენები შეიძლება საშობაოდ განახლდეს – ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი

საერთაშორისო ავიარეისების უმეტესობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა, შესაძლოა წლის ბოლომდე განახლდეს. აღნიშნული მოსაზრება კანადური ავიაკომპანია Air Canada-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტომ შტრაუსმა...

ავიაციის სექტორის საწყის ნიშნულამდე დაბრუნება მარტივი არ იქნება – ალექსანდრე გაჩეჩილაძე

ავიაციის სექტორის საწყის ნიშნულამდე დაბრუნება მარტივი არ იქნება, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე.  სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგანაც COVID-19-ის პანდემია დასრულებული არ არის. გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ფრენების აღდგენიდან დაახლოებით 1 წლიანი პერიოდი დასჭირდება ავიაციას, რათა მეტ-ნაკლებად აქტიურ ფაზაში შევიდეს. "ეს იქნება საკმაოდ რთული გზა. ჩვენ რეგულარულად ვეცნობით სხვადასხვა...

საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მგზავრთა კომპენსაციის წესის ცვლილებაზე მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების მსგავსად, მგზავრთა კომპენსაციის წესის ცვლილებაზე მუშაობს, რაც თავის მხრივ COVID-19-ს პანდემიის გავრცელებამ და მსოფლიოს საავიაციო კრიზისმა განაპირობა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდე გაჩეჩილაძე განმარტავს, ახალი წესის მიხედვით, ავიაკომპანიას პანდემიის გამო გაუქმებული ფრენისთვის კომპენსაციის გადახდა აღარ დაევალდებულება. ავიაკომპანია ვალდებული იქნება მგზავრს მხოლოდ თარიღის შეცვლა ან ბილეთის ფასის დაბრუნება შესთავაზოს, ისიც განსაზღვრული დროის შემდეგ.  "ამ რეგულაციაზე მუშაობს არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. ასევე ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციიდან...

თვითმფრინავში სოციალური დისტანციის დაცვამ ბილეთის ღირებულება შესაძლოა მინიმუმ 50%-ით გააძვიროს

საჰაერო ხომალდში სოციალური დისტანციის დაცვამ ბილეთის ღირებულება შესაძლოა მინიმუმ 50%-ით გააძვიროს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდ დე ჟუნიაკი...

საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა შიდა...

თამამად შემიძლია ვთქვა და ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს...

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით ავიარეისები აღვადგინოთ – ნათია თურნავა

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე...

GCAA-ს “აეროდრომის სერტიფიცირების წესში” ცვლილებები შეაქვს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) "აეროდრომის სერტიფიცირების წესში" ცვლილებები შეაქვს. ნორმატიული აქტში შესატანი ცვლილებათა პაკეტი GCAA-მ საჯარი განხილვაზე უკვე გამოიტანა. სააგენტოს ინფორმაციით, წარმოდგენილი...

ბოლოს დამატებული