ავიაკომპანიები

FlyUIA-ს თვითმფრინავმა ირანში ავიაკატასტროფა განიცადა

უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA-ს თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა. ირანის ტელევიზიის ცნობით, ბორტზე...

Pegasus Airlines-ი თბილისის მიმართულებით გაუქმებული ავიარეისების ნაცვლოდ, 8 იანვარს დამატებით რეისებს ნიშნავს

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა თბილისის მიმართულებით 7 იანვრის დღის ავიარეისები (PC 316 და PC 317) გააუქმა. ავიარეისების გაუქმების მიზეზი კი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტის დროებითი დახურვა გახდა.

სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დახურულია, მიზეზი Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურებაა

სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დახურულია და ავიარეისებს არ ემსახურება. მიზეზი კი აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურება სახელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი Pegasus Airlines-ის Boeing...

Ryanair-ი დეკემბერში 11,2 მლნ მგზავრს მოემსახურა

Ryanair-მა 2019 წლის დეკემბერში ფრენების 91% დროულად შეასრულა, 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 88%-ს შეადგენდა, - ამის შესახებ კომპანია დეკემბრის ანგარიშში აქვეყნებს.

2020 წელს Turkish Airlines-ი ავიაპარკის ზრდას და განახლებას გეგმავს

2020 წლისთვის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ავიაპარკის ზრდას და განახლებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ავიაგადამზიდავი 4 ახალ მიმართულებას დაამატებს. 

Wizz Air-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა (video)

დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია  Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ასრულებდა რეისს დებრეცენი- პარიზი, ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას baiamare24.ro ავრცელებს.

ევროპის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines​-ი (AZAL) ევროპის ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად დასახელდა. 2019 წლის მონაცემებით,  AZAL-მა განხორციელებული ავიარეისების 86.81%-ი დროის სრული სიზუსტით განახორციელა. კომპანია OAG-ის მიერ შედგენილი ყველაზე...

სუდანში An-12 ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა სუდანში. სამხედრო თვითმფრინავი An-12-ი სუდანში, პროვინცია დასავლეთ დარფურში ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თვითმფრინავი ქალაქ ელ-გენეინას  აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, 5 კილომეტრში ჩამოვარდა.

პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი

პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად ავსტრალიური Qantas-ი აღიარეს. რეიტინგში მეორე ადგილზე ახალ ზელანდიური Air New Zealand-ია, ხოლო მესამეზე ტაივანური EVA Air-ი. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების...

Boeing-ი Turkish Airlines-ს 737 MAX-ის გამო კომპენსაციას გადაუხდის

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ამერიკული კორპორაცია Boeing-ი 737 MAX-ის ფრენების შეჩერების გამო წარმოშობილ ზარალს ნაწილობრივ აუნაზღაურებს. Turkish Airlines-მა Boeing 737 MAX-ით ფრენები...

ბოლოს დამატებული