ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ირანის ცაზე მინიმუმ 25 ათასი ფუნტის (7620 მეტრი) სიმაღლეზე ფრენის რეკომენდაციას არ გასცემს.

როგორც ცნობილია, ცოტახნის წინ EASA-მ ევროკავშირის ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს, “ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით”, ერაყის ცაზე კომერციული ფრენების შეჩერებისკენ მოუწოდა.

EASA-ს სპიკერის ჯანეტ ნორკოტის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაცია ემყარება ყველა არსებული ინფორმაციისა თუ მონაცემის გადახედვის შედეგად მიღებულ დასკვნას.

EASA აქტიურად მუშაობს ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ხელისუფლებებთან “სიტუაციის შესაფასებლად, რათა მოხდეს რეგიონში საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების დადგენა”.