აეროპორტ “სტამბოლში” საძილე კაფსულები დაამონტაჟეს. საძილე კაფსულები სახელწოდებით İGA Sleepod-ი, რამდენიმე დღეში მგზავრებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მგზავრს 1 საათით İGA Sleepod-ის დაქირავება 9 ევრო დაუჯდება. იმის გამო, რომ ჰიგიენურ ნორმებს დიდი ყურადღება ეთმობა, ყველა მსურველი ერთჯერადი თეთრეულის ნაკრებით ისარგებლებს.თუმცა პლედისა და ბალიშის გამოყენებისთვის დამატებითი ტარიფი (2 ევრო) მოქმედებს. პლედისა და ბალიშის გამოყენების შემდეგ ის სათანადო წმენდისა და დამუშავებისთვის იგზავნება და İGA Sleepod-ის მომდევნო კლიენტს სუფთა ნივთები გადაეცემა. 

თითოეულ კაფსულაში დამონტაჟებულია USB და ჩამრთველი. მგზავრს მოსვენება და დაძინებასთან ერთად სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვის საშუალებაც ექნება. 

კაფსულაში არის სპეციალური სათავსოც, სადაც მგზავრს საკუთარი ნივთების შენახვა შეუძლია.