2019 წელს სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 104 მლნ 123 ათას 394 მგზავრი შეადგინა, რაც 1 მლნ. 547 ათას 700 მგზავრით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებზე. 

DHMİ-ს ინფორმაციით, 2019 წელს სტამბოლის ყველა აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, რომელმაც ფუნქციონირება 2019 წლის 6 აპრილს შეწყვიტა მგზავრთნაკადი გაზრდილია. წლის დასაწყისიდან დახურვამდე აეროპორტმა მოასწრო და 16,072 მლნ მგზავრი გაატარა.

სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადმა 35 მლნ 472 ათას 852 მგზავრი შეადგინა, ხოლო აეროპორტ “სტამბოლის” მგზავრთნაკადმა კი 52 მლნ 578 ათას 008 მგზავრი.