თეირანში ჩამოგდებული FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 737-ს პილოტს უშუალოდ კატასტროფამდე თეირანის აეროპორტთან ჰქონდა კომუნიკაცია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას FlyUIA-ს პრეზიდენტმა ევგენი დიხნე აკეთებ

“ჩვენს ბორტს თეირანის აეროპორტი უსმენდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ დიალოგი აეროპორტთან ინციდენტის ბოლო წამამდე იყო, ბოლო წამებშიც თანხმდებოდა მარშრუტი, შემობრუნება – ეს ყველაფერი გამოძიების მასალებში”, – განაცხადა ევგენი დიხნემ, რომელმაც გამოვა ვარაუდი, რომ მალე ეს ინფორმაცია დოკუმენტურად იქნება ხელმისაწვდომი. 

დიხნემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკიპაჟის წევრებს საუბარი ქონდათ ავიამეთვალყურესთან, რომელიც მითითებას აძლევდა როგორ ემოქმედათ მარშრუტზე, შესაბამისად, “არ შეიძლება არსებობდეს ინსინუაციები მარშრუტის შეცვლის თვალსაზრისით”.
FlyUIA-ს ვიცე-პრეზიდენტი იგორ სოსნოვსკი აცხადებს, რომ თვითმფრინავს კურსი არ შეუცვლია. “ავიამეთვალყურის ინსტრუქციის თანახმად, კურსი შეიცვალა 15 გრადუსით მარჯვნივ, იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ფრენა”, აღნიშნა მან. 

სოსნოვსკიმ ასევე თქვა, რომ თეირანის აეროპორტი Boeing-ის აფრენისას ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა. “ჩვენი რეისიდან 1.38 წუთში კიდევ 2 ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი აფრინდა და აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა, თითქოს არაფერი არ მომხდარა”, თქვა სოსნოვსკიმ.