2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლის წესები იცვლება.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შესვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე.

საქართველო რჩება “წითელ ზონაში”.

“წითელი ზონის” ქვეყნებიდან შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:

– ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;

– სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის შემთხვევაში;

– მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები;

– სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შესვლისას;

– ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები;

– სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები;

– უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შედიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით;

– ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით;

– ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შესვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.

გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შესასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/PCR) წარმოდგენა არ მოითხოვება.

რეგულაცია ძალაშია 07.01.2022-დან.