პანდემიის პირობებში საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს შორის ევროპაში ყველაზე წარმატებული “საქაერონავიგაციაა“. ამაზე EUROCONTROL-ის მონაცემები მეტყველებს.

კერძოდ, 2021 წლის 11 თვის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “საქაერონავიგაციის“ შემოსავლები მხოლოდ 8%-ით შემცირდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კლების ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ფინანსურად ყველაზე მძიმე დარტყმა კრიზისმა გაერთიანებულ სამეფოს, ესპანეთს, იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს მიაყენა. ჯამში ევროპაში საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერების დანაკარგებმა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 3.7 მილიარდ ევროს მიაღწია.