თურქეთი ტურისტებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სარკინიგზო მარშრუტით, Turkey Eastern Express-ით სთავაზობს დაუვიწყარ მოგზაურობას ქვეყნის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ. მან ახლახან შეასრულა 2023-2024 წლების პირველი სერვისი და ამით 2024 წლის სეზონი უკვე გახსნილად გამოაცხადა თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვის. აღმოსავლეთის ექსპრესი დედაქალაქ ანკარადან იღებს სტარტს და ქირიქქალეს, ქაისერის, სივასის, ერზინჯანისა და ერზრუმის ქალაქების გავლით ჩადის ყარსში. მგზავრობა გრძელდება დაახლოებით 26 საათი, რაც ტურისტებს მგზავრობის მანძილზე საშუალებას აძლევს კარგად დააკვირდნენ თურქეთის თოვლიან ბუნებასა და გარემოს.
აღსანიშნავია, რომ ანკარა-ყარსის მარშრუტზე ორი ცალკეული მატარებელი მუშაობს – ტურისტული აღმოსავლეთის ექსპრესი (Tourist Eastern Express) და აღმოსავლეთის ექსპრესი (Eastern Express). ეს უკანასკნელი ახლახან იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2019 წელს მას ტურისტული ვერსია დაემატა არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მარშრუტს აქვს პულმენისა და კუშეტისგან შემდგარი ვაგონი, რომელიც მგზავრობის მანძილზე 50 გაჩერებას აკეთებს. რაც შეეხება tourist Eastern Express-ს, იგი მოიცავს საძინებელ და სასადილო ეტლებს. ვაგონი მოიცავს 29 გაჩერებას. მას Eastern Express-ისგან განსხვავებით, ორ-სამ საათიანი შესვენება გააჩნია, რათა მგზავრებს თავისუფლად მიეცეს რეგიონის შესწავლის საშუალება.
ტურისტული აღმოსავლეთის ექსპრესი ჩერდება ანკარა-ყარსის მიმართულებაზე არსებულ ერზინქანისა და ერზრუმის სადგურებზე. მას გააჩნია სპეციალური სასადილო ვაგონი, სადაც მგზავრებს შეუძლიათ საუზმე და ვახშამი მიირთვან. მათ ასევე უფლება აქვთ თავად მოიტანონ და მოამზადონ კერძები ან თუნდაც შეუკვეთონ.
აღმოსავლეთის ექსპრესის ბოლო გაჩერება – თურქეთის ჯადოსნური ზამთრის ქალაქი ყარსი
Tourist Express-ის პოპულარობას განაპირობებს ყარსის სილამაზე და მარშრუტის გასწვრივ მდებარე ანატოლიის სხვა უძველესი თვალწარმტაცი ქალაქები. ეს ის ფაქტორებია, რაც მის რეპუტაციას კიდევ ერთხელ განამტკიცებს ტურისტებში. აღსანიშნავია, რომ ყარსი ერთ დროს ურარტუელების, სპარსელების, აღმოსავლეთ რომაელების, სელჩუკების, ოსმალების, რუსებისა და მრავალი სხვა ხალხის სამშობლო იყო, რომელიც ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ანატოლიაში. ქალაქის მდებარეობამ და მნიშვნელოვანმა სავაჭრო გზებმა, მათ შორის აბრეშუმის გზამ განაპირობა მისი საოცარი განვითარება არქიტექტურული და კულტურული თვალსაზრისით.
რაც შეეხება დახვედრას, ყარსის ცენტრში მდებარე სასტუმროები სტუმრებს იღებენ ბალტიის დიდებულ შენობებსა და რესტორნებში. ასევე აქ იმართება ღონისძიებები, რომლებიც ზამთრის ცივ, მყუდრო გარემოს საღამოობით უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია ყარსის სამზარეულო, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი კერძებით, რომელშიც შედის ადგილობრივი კერძები, მათ შორის ყველი, ბატისგან მომზადებული კერძები და სხვ.
ქალაქის ცენტრში სეირნობისას შესაძლებელია რამდენიმე ბრწყინვალე ქვის ნაგებობის ნახვაც. მაგალითად, ეს ღირსშესანიშნაობებია ფეთჰიესა და კუმბეტის მეჩეთები, ყარსის ციხე და მდინარე ყარსის მიმდებარედ არსებული სხვა შენობები. აღსანიშნავია ანის არქეოლოგიური ადგილი, რომელიც 2016 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს.
ანის უძველესი ტერიტორია იყო ქართული, სომხური, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმალური კულტურების კვეთის წერტილი. ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გავლენები კარგად ეტყობა ქალაქის არქიტექტურას, მის შიდა და გარე დიზაინს, რომელიც შემდგომ ეპოქებში ანატოლიასა და კავკასიაში გავრცელებულა. მოკლედ, უძველესი ქალაქი ანი, თავისი რელიგიური და სამხედრო სტრუქტურებით, მკვეთრად გამოხატავს შუა საუკუნეების ურბანიზმის მახასიათებლებს.