2024 წლის ბოლოსთვის გლობალური სამგზავრო მიმოსვლ 9,7 მილიარდ მოგზაურს მიაღწევს, რაც გადააჭარბებს პანდემიამდელ დონეს. მეტიც, 2042 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება, 2052 წლისთვის კი 2,5-ჯერ გაიზრდება. ამ მაჩვენებლებს მსოფლიო აეროპორტების მგზავრთნაკადის პროგნოზების (WATF) კვლევაში ACI World-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ. ანალიზი ეყრდნობოდა 141 ქვეყნის მონაცემებს.

ამრიგად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა 4 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, შიდა სამგზავრო ტრაფიკი კი 5,7 მილიარდს, 2042 წლისთვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად 8,7 და 10,6 მილიარდი იქნება.

„გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ გლობალური სამგზავრო ტრანსპორტის ბაზრის დინამიკა გადაინაცვლებს მოწინავე ეკონომიკებიდან განვითარებად ქვეყნებში, სადაც არის აქტიური ურბანიზაცია, მოსახლეობის ზრდა, ხშირად ეკონომიკურ ბუმი დადებითად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე და მათ მოგზაურობის სურვილზე“, განაცხადა  ACI World-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუი ფელიპე დე ოლივეირამ.