მთავარი 2020 მაისი 5

ყოველდღიური არქივი: 05/05/2020

ავიაბილეთები გაძვირდება, თუმცა ზრდას ავიასაწვავის გაიაფება დააბალანსებს – ლევან კარანაძე

ავიაბილეთები სავარაუდოდ გაძვირდება, თუმცა ამ ზრდას ნაწილობრივ, საავიაციო საწვავის გაიაფება დააბალანსებს, – საავიაციო ბაზარის პერსპექტივაზე პროგნოზი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ...

ავიაკომპანიები დროებით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

COVID-19-ის გამო მგზავრისა და ავიაკომპანიის ურთიერთობის წესში ცვლილებები შევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტზე სააგენტომ მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მის კიდევ უფრო დახვეწაზე.  "ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ავიაკომპანიების ლიკვიდობის შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წნეხი ავიაკომპანიებისათვის არის საზღაურის დაბრუნება, ან კომპენსაციის გადახდა. რეგულაციებზე, რომელიც საუბარია არის ევრორეგულაცია, რომლის ანალოგიც წლების წინ ჩვენთან უკვე ადაპტირებული და დანერგილია. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბზე, ამ მიმართულებით გლობალურადაცაა მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან. იყო მათი მხრიდან ოფიციალური წერილები გამოგზავნილი იმ მოთხოვნით, რომ COVID-19 კრიზისიდან გამომდინარე​ გადახედილ იქნეს არსებული პოლიტიკა, რათა კომპანიებისათვის კომპენსაციების გაცემის მიმართულებით გარკვეული შეღავათები ყოფილიყო დაწესებული. მართებულად მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს მივცეთ საშუალება იმისათვის რომ ბიზნესმა მოახდინოს გადარჩენა და ეს დამატებითი წნეხი როგორმე შევუმსუბუქოთ, დამუშავებული გაქვს უკვე ცვლილების პროექტი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის საბოლოო შეჯერებაზე. შედეგად, ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, დროებით, აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ბილეთში გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ავიაკომპანიებს, რომ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ მგზავრს ბილეთში გადახდილი საზღაური დაუბრუნოს, ან შესთავაზოს ალტერნატიული თარიღი ან ალტერნატიული მარშრუტი", განაცხადა "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას ლევან კარანაძემ.  

ამ კვირაში გადაწყდება პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი...

მიმდინარე კვირაში გადაწყდება 23 მაისიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი NOTAM-ი გამოიცემა და შეზღუდვის კიდევ გახანგრძლივდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას განმარტავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში საჰაერო ფრენების მყისიერი აღდგენა არ მოხდება.  "ჩვენ ველოდებით, რომ გადაწყვეტილება აღდგენასთან დაკავშირებით იქნება ეტაპობრივი. არ ველოდებით, რომ იქნება მყისიერი აღდგენა, იქედან გამომდინარე რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. მიმდინარე კვირაში გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვები, ან რა მიმართულებით იქნება გახსნა საჰაერო მიმოსვლის", აცხადებს ლევან კარანაძე. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი გაიმართება.  "COVID-19-ის...

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს...

აბუ დაბის აეროპორტში COVID-19-ს რობოტი შეებრძოლება

უსახელო რობოტი (CoDi BOT UGV) აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის დეზინფექციას მოახდენს. რობოტი შექმნილი და წარმოებულია არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია Marakeb Technologies-ის მიერ....

ექიმების მხარდასაჭერად ბორისპოლის აეროპორტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 მაისს, უკრაინული როკ-ჯგუფი Without Limits-ი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომელიც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდება. ჯგუფი აღნიშნულ კონცერტს უკრაინელი ექიმების მხარდასაჭერად მართავს. 

თვითმფრინავში ასასვლელად მგზავრს აეროპორტში 4 საათიანი ლოდინი მოუწევს – ვარაუდი

საჰაერო ფრენების განახლების შემდეგ თვითმფრინავში ჩასასხდომად მგზავრებს შესაძლოა მრავალსაათიანი პროცედურების გავლა მოუხდეთ. აღნიშნულის შესახებ The Sun წერს. ბოლო პერიოდში ბევრი ექსპერტები პროგნოზირებს...

საერთაშორისო ფრენები შეიძლება საშობაოდ განახლდეს – ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი

საერთაშორისო ავიარეისების უმეტესობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა, შესაძლოა წლის ბოლომდე განახლდეს. აღნიშნული მოსაზრება კანადური ავიაკომპანია Air Canada-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტომ შტრაუსმა...

ბოლოს დამატებული