2019 წლის პირველ ნახევარში უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11 421.734 ტონა შეადგინა, რაც 216.55 ტონით, შესაბამისად, 1.93%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ივნისისი შედარებას 2017 წლის იანვარ-ივნისთან კლება 33%-ის დონეზეა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის ექვს თვეში სატვირთო გადაზიდვებმა   16 927.176 ტონა შეადგინა.