ნატახტარის აეროდრომში მგზავრთნაკადის მატებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ნატახტარის აეროდრომმა 2019 წლის იანვარ-ივნისში რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 3 ათას 440 მგზავრს უმასპინძლა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი 2 ათას 543 მგზავრს. შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდამ საანგარიშო პერიოდში 35%-ი შეადგინა.

2017 წლის პირველ ნახევარში ნატახტარის აეროდრომმა 2 ათას 604 მგზავრი მიიღო. 2019 წლის პირველ ნახევარში 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ნატახტარის აეროდრომი 32%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.