ამბროლაურის აეროპორტმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 45.39%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2018 წლის იანვარ-ივნისში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში ამბროლაურის აეროპორტმა რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 599 მგზავრი მიიღო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 412 მგზავრი.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2019 წლის 6 თვეში ამბროლაურის აეროპორტმა 31%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2017 წლის 6 თვეში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ამბროლაურის აეროპორტმა 457 მგზავრი გაატარა.