2019 წლის იანვარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, რეგულარული და არარეგულარული რეისებით,  364 ათას 834 მგზავრი გაატარა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 234 ათას 774 მგზავრი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 55.40%-იანი მატება დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 183 ათას 683 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2019 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტმა 99%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2017 წლის იანვარ-ივნისში.