შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 77%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი – 69%-ით, – აღნიშნულის მთავრობის ანგარიშში.
მთავრობის ინფორმაციითვე, 2021 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზეა ფრენების აღდგენის 61%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის − 48%-იანი მაჩვენებელი,
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში
“მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2021 წლის ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: ევროვინგზი (Eurowings); ვიზ ეარ აბუ დაბი (Wizz Air Abu Dhabi); ბიზ ეარლაინ (Bees Airline); ფლაიარისტანი (FlyArystan); ეარ მანასი (Air Manas); და ეარ არაბია აბუ დაბი (Air Arabia Abu Dhabi). ამასთან, მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორმა (Condor), ფლაიუან არმენიამ (FLYONE Armenia) ირანული ავიაკომპანია Varesh Airlines და საუდის არაბეთის ავიაკომპანია ფლაიდილ (flyadeal)-მა. (ეს უკანასკნელი 28 ივნისიდან იწყებს ერთდროულად ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში 5 მიმართულებით)”, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 300 რეისი სრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 75 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 415-420 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში.