თურქეთ-რუსეთს შორის ფრენების განსახორციელებლად ბაზარზე კიდევ ერთი თურქული ავიაკომპანია Air Anka გამოჩნდა. ავიაკომპანია დაფუძნებულია იზმირში და ჰყავს ორი Airbus A330-200.

ავიაკომპანიის საიტზე გამოტანილი აქვს დევიზი (სურათზე): “რკინის ფარდის აწევა ყველას შეუძლია. ხელოვნება არის რკინის ხიდების აშენება.”