უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. თავად ავიარეისების შესრულებას კი 30 ივლისიდან დაიწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს განხორციელდება და მას რეგულარული რეისების სტატუსი ექნება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Yanair-ი ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენებს 27 აგვისტომდე განახორციელებს.

განრიგის მიხედვითვე, ფრენები ჟიტომირიდან ორშაბათს 04:00 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან კი 08:30 საათზე (ადგილობრივი დროით). ფრენის ხანგრძლივობა 2.5 საათს შეადგენს.

ჟიტომირი-ბათუმი- ჟიტომირის მიმართულებაზე ბილეთის (ორმხრივი) ფასი 5 000 გრივნაა.