ახალი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი საფეხბურთო კლუბ „შახტიორთან“ გეგმავს თანამშრომლობას. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ოფიციალური შეთანხმება 19 ივნისს გაფორმდება.

SkyUp-ში განმარტავენ, რომ უკრაინაში ეს მსგავსი ტიპის პირველი კონტრაქტია, როდესაც საფეხბურთო კლუბი და ავიაკომპანია თანამშრომლობას იწყებენ.

გარიგების შესახებ უფრო მეტი დეტალი ხელშეკრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა ჩარტერული ავიარეისების შესრულება მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო.

SkyUp-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ Boeing 737-800-ს აერთიანებს, რომლებიც 189 მგზავრზეა გათვლილი.