YanAir-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტ “ბორისპოლიდან“, ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს.“უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, განმარტავენ ავიაკომპანიაში. ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 5-5.6 ათასი გრივნადანაა.