აეროპორტ “სტამბოლში” რობოტი დაასაქმეს. ამ დროისათვის, სტამბოლის ახალ აეროპორტში 2 რობოტი სატესტო რეჟიმში მუშაობს. ისინი კონსულტაციას გაუწევენ მგზავრებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. რობოტები ამ დროისათვის მხოლოდ ორ- თურქულ და ინგლისურ ენაზე საუბრობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რობოტები მთლიანად თურქეთშია წარმოებული. რობოტები სრული დატვირთვით აგვისტოს ბოლოდან ამოქმედდებიან.