უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს აჩერებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესა-ქუთაისი-ოდესას საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ​ ფრენებს 1-ელი ოქტომბრიდან შეაჩერებს და 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ისევ განაახლებს. ფრენების განახლების ზუსტი თარიღი ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, SkyUp Airlines-ი ​ოდესა-კიევის მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით ასრულებდა რეისებს.

SkyUp Airlines-ი ​ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ასევე ხარკოვიდანაც, თუმცა როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, ფრენები ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც შენარჩუნდება და ამ მარშრუტზე კომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

იმ მგზავრებს, რომელთაც 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პერიოდზეც ჰქონდათ ნაყიდი ოდესა-ქუთაისის მიმართულებაზე ბილეთი, კომპანია ფრენის თარიღის შეცვლას, ან ალტერნატივის სახით: კიევი-თბილისის ან კიევიბი-ბათუმის ავიაბილეთებს სთავაზობს, რომელიც ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც აქტიური იქნება.