კამერუნის, დუალას საერთაშორისო აეროპორტში, კონტრაბანდული 60 კგ ოქრო აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც 2.8 მლნ დოლარია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ოქრო პლედში იყო ჩამალული, რომელიც ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნოდა.

კამერუნის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ოქრო ჩინეთში ან დუბაიში გასაგზავნად იყო გამზადებული.