უკრაინამ რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ რუსული ავიაკომპანია Globus Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ნებართვა 7 აგვისტოს გაიცა, რაც ოფიციალურად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება, რასაც შესაძლოა თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა გამოეწვია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 2015 წლის ნოემბერში ჩაკეტა.