უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines -მა ყველას დაასწრო და უკრაინის მოსახლეობა ახალი წლის შესახვედრად საქართველოში უკვე დაპატიჟა.
ავიაკომპანმ კიევიდან თბილისის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.
ფრენები კიევი-თბილისი 26, 29, 30 დეკემბერს და 5 იანვარს შესრულდება.
YanAir-ი მიმდინარე წელს კიევიდან, მხოლოდ ბათუმის მიმართულებით ასრულებდა ფრენას.
როგორც ავიაკომპანიის Facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, YanAir Airlines -ი ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ფრენებს შეასრულებს; კიევი-თბილისის, კიევი-ბათუმის და ხარკოვი-ბათუმის მიმართულებებზე.
ხარკოვი – ბათუმი 27 დეკემბერი – 2 იანვარს დაემატა, ხოლო კიევი- ბათუმის შესრულებას ავიაკომპანია ნოემბერში წყვეტს და მხოლოდ 26, 27, 29, 30 დეკემბერს, 2 და 5 იანვარს შეასრულებს.
ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
შესაბამისი პოსტი კომპანიამ საკუთარ Facebook გვერდზე უკვე განათავსა.
ავიაკომპანია ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასულ წლებშიც ასრულებდა.
ის მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს. ბილეთი მოიცავს კვებას, ხელბარგს, ჩასაბარებელ ბარგს და ადგილის არჩევის შესაძლებლობას.