საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმების თანახმად, საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები ეროვნულ ბანკში პრაქტიკის გავლას შეძლებენ. 

დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნივერსიტეტის სტუდენტებითვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მან ახალგაზრდებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა და ცენტრალური ბანკის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები გააცნო. 

კობა გვენეტაძემ, უნივერსიტეტის რექტორთან და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან ერთად, საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებიც დაათვალიერა.