ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი 27 ოქტომბერს კაბინის ახალი კონფიგურაციით ფრენას პირველად შეასრულებს, ქუვეითი-ლონდონის, გეტვიკის აეროპორტის მიმართულებით.

პრემიუმ ეკონომ მგზავრების სავარძლები 33 ინჩიანი იქნება, ასევე ექნებათ გარანტია, რომ შუა სავარძელი უფასოდ იქნება შენახული.

ასეთი მგზავრები ასევე პრიორიტეტული ჩასხდომით, უფასო ფრენის ცვლილებით, უფასო ცხელი საკვებით ისარგებლებენ ბორტზე.
პრემიუმ ეკონომ მგზავრებს ასევე ბარგის შეზღუდვა 40 კილოგრამამდე ექნებათ.