ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ და საქართველოს წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი უფროსი ციფრული ოფიცერი ჰყავს. ჯოელ გოლდბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა.

გოლდბერგი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, სტეფან ჯონსის წინაშე. ახალი უფროსი ციფრული ოფიცერი პასუხისმგებელია ელექტრონულ კომერციაზე, მონაცემთა ანალიზზე, ინფორმაციული ტექნოლაგიების ინოვაციებსა და ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების ფუნქციების გაუმჯობესებაზე.

გოლდბერგი იყო Europe for Nike-ის ტექნოლოგიური დირექტორი. Nike-ში დასაქმებამდე ის მუშაობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების აღმასრულებელ თანამდებობებზე ისეთ მრავალეროვნულ კომპანიებში, როგორიცაა G4S, APMaersk და DHL Express.

„დასაწყისიდანვე, ციფრული ტექნოლოგიები Wizz Air-ის წარმატების საფუძველია. ჩვენი გაყიდვების 96 % მოდის სწორედ www.wizzair.com-ზე, რომელიც ავიაკომპანიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია. თუმცა მსოფლიო და მომხმარებლები ჩვენ გარშემო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულები არიან ციფრულ ქსელებსა და ტექნოლოგიებზე. უფროსი ციფრული ოფიცერის თანამდებობაზე ჯოელ გოლდბერგის დანიშვნა განაპირობებს არა მხოლოდ Wizz Air-ის ციფრულ გავითარებას, არამედ მომხმარებელთა სამომავლო მოთხოვნების გათვალისწინებას ისევე, როგორც ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ სწრაფვას ჩვენი მიზნისკენ, გვქონდეს ყველაზე დაბალი ფასები ევროპულ ავიაკომპანიებს შორის“, განაცხადა ავიაკომპანიის უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა  ჯოზეფ ვადარიმ.

ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 104 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 143 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.  ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.  ახლახანს ავიაკომპანიას AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მიენიჭა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს. ასევე ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა.