Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) რამდენიმე საერთაშორისო მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების აქცია ვრცელდება თბილისიდან ნიუ-იორკის, ტორონტოსა და მინსკის მიმართულებით განხორციელებულ რეისებზე (კიევის გავლით).

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 6-7 ოქტომბერს უნდა განხორციელდეს, ხოლო მოგზაურობა ნიუ-იორკის მიმართულებით 2019 წლის 16-დან 31 იანვრის პერიოდში დაიგეგმოს, ტორონტოს მიმართულებით მოგზაურობა 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ხოლო მინსკის მიმართულებით  2019 წლის 11 მარტიდან 31 მარტის პერიოდში განხორციელდეს.

აქციის ფარგლებში თბილისი-ნიუ-იორკის ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 187 ევროდანაა, ხოლო ორი გზა – 340 ევროდან.

თბილისი-ტორონტოს ავიარეისებზე ბილეთის ფასი 200 ევროდანაა (ერთი გზა), ხოლო ორი გზა – 400 ევროდან.

რაც შეეხება თბილისი-მინსკის ავიარეისებს ბილეთის ფასი 65 ევროდანაა (ერთი გზა), ხოლო ორი გზის ღირებულება 120 ევროდან.

​აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს, ხოლო ავიაბილეთის ტარიფის დათვლა ხდება ფორმატით: FXP/R,U,06OCT18