ლატვიური ავიაკომპანია airBaltic 2025 წლისთვის საკუთარ ავიაფლოტს დამატებით 80 თვითმფრინავით შეავსებს

„2025 წელს ავიაკომპანიას 30 წელი უსრულდება და ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ამ დროისათვის ფლოტს კიდევ 80-მდე Airbus A220-300 დავამატოთ“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ airBaltic პირველი ავიარეისი 1995 წლის 1-ელ ოქტომბერს განახორციელა.

23 წლის განმავლობაში ავიაკომპანია 40 მლნ მგზავრს უკვე მოემსახურა. დღეისათვის airBaltic-ი რიგიდან 70-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. მისი ფლოტი კი 35 თვითმფრინავისგან შედგება.