საქართველოდან რამდენიმე მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენისთვის დაბალბიუჯეტური კომპანია Wizz Air-ი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ აღნიშნა, Wizz Air-ი სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.

„Wizz Air-ი თავდაპირველად განაახლებს ქუთაისი-რიგის მარშრუტს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ უფრო მეტი მარშრუტის განახლებას შევძლებთ, მაგრამ დამოკიდებულები ვართ შეზღუდვებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფომ COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით შემოიღო. Wizz Air-ი მზადაა, განაახლოს მეტი მიმართულებიტ ფრენა, თუ ამას შეზღუდვები დაუშვებს“, – ნათქვამია „ბიზნესპარნიორისთვის“ გამოგზავნილ წერილში.