საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ავიაგადაზიდვების 2020 წლის პროგნოზი გააუარესა.

 IATA-ს განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრაფიკი 66%-ით შემცირდება. IATA-ს წინა პროგნოზით კლება 63%-ის დონეზე უნდა ყოფილიყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მგზავრების ტევადობა აგვისტოში შარშანდელთან შედარებით 63.8%-ით შემცირდა, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 27.2 პუნქტით დაეცა და აგვისტოში 58.5%-ი შეადგინა.