უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2021 წლის აპრილიდან სექტემბრის განმავლობაში თითო მგზავრიდან საშუალოდ 70,4 ევროს შემოსავალი მიიღო. საანგარიშო პერიოდში კი Wizz Air-ის მგზავრთნაკადმა 12,5 მლნ მგზავრი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა თითო მგზავრზე 33,1 ევრო შეადგინა, ხოლო დამატებითი სერვისებიდან მიღებული შემოსავალის მოცულობა მგზავრზე 37,3 ევროთი განისაზღვრა.
Wizz Air-ის მთლიანი შემოსავალი 2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში 880,4 მლნ ევრო იყო.
საანგარიშო პერიოდში საჰაერო ხომალდის საშუალო დატვირთვამ 75.3%-ს შეადგენდა, კრიზიდამდელ პერიოდში კი ავიაკომპანიის დატვირთულობს კოეფიციენტი 94%-ი იყო. 2021 წლის მესამე კვარტალში ავიაკომპანიის თითო ლაინერმა დღეში საშუალოდ 3,13 რეისი შეასრულა, რომლის საშუალო ხანგრძლივობაც 7,37 საათი იყო. თითო რეისის საშუალო დისტანცია კი 1 569 კმ.
ამავე პერიოდში, Wizz Air-ის საოპერაციო ხარჯები, დამატებითი ფაქტორების გამოკლებით, 932,3 მლნ ევრო იყო. ამრიგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ყოველი ბილეთიდან საშუალოდ 4,2 ევროს კარგავდა, ტრანსპორტირების ღირებულება 74,6 ევრო იყო.
Wizz Air-ის საოპერაციო ხარჯების სტრუქტურა 2021 წლის აპრილ-სექტემბერში ასეთია:
– პერსონალის ანაზღაურება – 97,2 მლნ ევრო (10,4%);
– საწვავი – 256,9 მლნ ევრო (27,5%);
– ავიაბილეთების დისტრიბუცია და მარკეტინგი – 21,2 მლნ ევრო (2,3%);
– რემონტი და სათადარიგო ნაწილები – 58,5 მლნ ევრო (6,3%);
– აეროპორტის გადასახადები, საჰაერო ნავიგაცია, ტრანსპორტირება – 254,4 მლნ ევრო (27,3%);
– ცვეთა – 216,2 მლნ ევრო (23,2%);
– სხვა ხარჯები – 27,8 მლნ ევრო (3%).
ჯამში – 932,3 მლნ ევრო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები არის Wizz Air-ის 2022 ფისკალური წლის პირველი ნახევრის ანგარიშიდან, რომელიც მოიცავს 2021 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. Wizz Air-ის ცნობით, 2022 ფისკალური წელი 2022 წლის 31 მარტს დასრულდება.